ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

თითქმის რვაჯერ მაღალი ხელფასი | რა შეთავაზება გაუკეთა პსჟ-მ კვარას

Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ გაასაჯაროვა შეთავაზება, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს გაუკეთა.

„პსჟ კვარაცხელიას 4-5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მისი ანაზღაურება კი სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ხვიჩას წინ აღმართული კედელი ძალიან მაღალია და არასდროს ჩამოინგრევა. ნაპოლი არ დანებდება, აურელიო დე ლაურენტისი უკან არ დაიხევს და პოზიციას არც 110-მილიონიანი წინადადების მიღების შემთხვევაში შეიცვლის.

ნაპოლის ახალი თავკაცი, ანტონიო კონტე ელოდება, კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს როდის გაუხანგრძლივებს და სურს, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. მხარეები შეთანხმებას ჯერ ვერ ახერხებენ, რადგან ხვიჩას აგენტი 6-7 მილიონს პლუს ბონუსებს ითხოვს, რასაც ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტში ჩადებული გამოსასყიდი თანხის მსგავსი პუნქტი უნდა დაემატოს. ნაპოლი 4-5 მილიონ ევროზეა თანახმა და გამოსასყიდი თანხის პუნქტის ჩადებაზე უარს ამბობს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, „კვარას“ ამჟამინდელი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა, რაც ნიშნავს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, თითქმის 8-ჯერ მაღალი ანაზღაურება დაუნიშნოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქართველებით აღფრთოვანდნენ და ჩვენი ეშინიათ - ნაჭყებია ჩეხებზე
ქართველებით აღფრთოვანდნენ და ჩვენი ეშინიათ - ნაჭყებია ჩეხებზე