ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

მესის რეკორდი, არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვება | კოპა ამერიკა დაიწყო

კოპა ამერიკის გახსნით შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ეროვნული ნაკრები კანადას დაუპირისპირდა. „ალბისელესტე“ მოწოდების სიმაღლეზე იყო, ბევრი მომენტი შექმნა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - 2:0.

მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარში კი არგენტინას რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა. 49-ე წუთზე, „ალბისელესტე“ წინ გავიდა და გუნდი ხულიან ალვარესმა დააწინაურა. 88-ე წუთზე, თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა და ლიონელ მესის გადაცემით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კანადასთან შეხვედრაში, „ლა პულგამ“ ისტორიული შედეგი გაიფორმა და კოპა ამერიკაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით, რეკორდსმენი გახდა. მესიმ კოპა ამერიკაზე 35-ე შეხვედრა ჩაატარა და ჩილელი მეკარის, სერხიო ლივინგსტონის მიღწევა გააუმჯობესა. ამასთან, მესიმ კოპა ამერიკაზე მე-17 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2011 წლიდან მოყოლებული, ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს.

ცნობისთვის, არგენტინა A ჯგუფშია და კანადის გარდა, მისი მეტოქეები პერუსა და ჩილეს ნაკრებები არიან. „ალბისელესტე“ მეორე შეხვედრას 26 ივნისს გამართავს და ჩილეს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველებით აღფრთოვანდნენ და ჩვენი ეშინიათ - ნაჭყებია ჩეხებზე
ქართველებით აღფრთოვანდნენ და ჩვენი ეშინიათ - ნაჭყებია ჩეხებზე