ნიკოლო ბარელა, ნედიმ ბაირამი
Aa
Aa

ბაირამიმ ისტორია გადაწერა | ევროს მე-2 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-2 სათამაშო დღეს უნგრეთი-შვეიცარიის, ესპანეთი-ხორვატიისა და იტალია-ალბანეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

შვეიცარიის ნაკრებს ევროს ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 8-დან მხოლოდ 1 მატჩი აქვს წაგებული - 4 მოგება და 3 ფრე.

შვეიცარიის ნაკრებისა და „ლუდოგორეცის“ ფორვარდ კვადვო დუას ოფიციალურ დონეზე სადებიუტო სანაკრებო მატჩში გოლის გასატანად 12 წუთი დასჭირდა.

დუა შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ევროზე თავისთვის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა - კიუბილაი ტიურქილმაზი (ევრო 1996) და ფაბიან შერი (ევრო 2016).

მიშელ ებიშერი პირველი შვეიცარიელია, რომელმაც ევროს ფინალური ეტაპის ერთ მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა.

დომინიკ შობოშლაი, 23 წლისა და 234 დღის ასაკში, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.

როლანდ შალაი უნგრეთის ნაკრების ისტორიაში 50-ე ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში მინიმუმ 50 შეხვედრა ჩაატარა.

ესპანეთის ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე მე-12-ედ თამაშობს და პირველ ტურში მხოლოდ ერთხელ, ევრო 2000-ზე ნორვეგიასთან, დამარცხდა - 6 მოგება და 5 ფრე.

ესპანეთის ნაკრებს ევროს ჯგუფური ეტაპის ბოლო 9-დან 7 მატჩში კარი მშრალად აქვს შენახული.

ესპანეთის ნაკრებს ბოლო 7-დან 6 მატჩში მინიმუმ 3 გოლი აქვს გატანილი.

ესპანეთის ნაკრების ევროს ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ერთ კონკრეტულ მეტოქეს ტურნირზე ჯამში 10 გოლი გაუტანა.

ბურთის ფლობის უპირატესობის მხრივ, ოფიციალურ მატჩებში, ესპანეთის ნაკრების 136-მატჩიანი სერია დასრულდა. „ფურია როხას“ ხორვატიასთან 47%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა - ბოლოს ამ კომპონენტში გუნდს ევრო 2008-ის ფინალში გერმანიამ აჯობა - 46:54.

მხოლოდ ცესკ ფაბრეგასს (3 გოლი და 5 ასისტი) აქვს ევროზე უფრო მეტ გოლში მონაწილეობა მიღებული, ვიდრე ალვარო მორატას. მორატას, დავიდ ვილიას და ტორესს 7-7 გოლი აქვთ.

ფაბიან რუისი მე-8 ესპანელია, რომელმაც ევროს მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა. ბოლო ასეთი ფერან ტორესი იყო, ევრო 2020-ზე.

დანი კარვახალმა ევროს ფინალურ ეტაპზე სადებიუტო მატჩში ჩაატარა და გოლიც შეაგდო, რითაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ევროზე ყველაზე ასაკოვანი (32 წლის და 156 დღის) მეგოლეა. მას ასისტი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაუკეთა.

16 წლისა და 338 დღის ასაკში, ლამინე იამალი ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. მან პოლონელი კასპერ კოზლოვსკის შედეგი გააუმჯობესა - 17 წელი და 246 დღე.

ხორვატიის ნაკრებს ევროს ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 15 მატჩი მე-3 უგოლო შეხვედრა ჰქონდა.

ლუკა მოდრიჩმა მე-5 ევროზე მიიღო მონაწილეობა და ჯამში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ხორვატ ფეხბურთელთა შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

ნედიმ ბაირამიმ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 23-ე წამი. აქამდე რეკორდი რუს დმიტრი კირიჩენკოს ეკუთვნოდა - მან, ევრო 2004-ის ჯგუფში, მომავალ ჩემპიონ საბერძნეთს 1 წუთსა და 7 წამში გაუტანა.

ალბანეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის 11 კაციდან 5 იტალიის სერია A-ში თამაშობს: ბაირამი (სასუოლო), ჰისაი (ლაციო), ჯიმსიტი (ატალანტა), რამადანი (ლეჩე) და ასლანი (ინტერი).

ელსედ ჰისაი ერთადერთი ალბანელია, რომელსაც ევროს ფინალური ეტაპის ოთხივე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

იტალიის ნაკრებმა ევროს ჯგუფურის მატჩში პირველ ტაიმში ორი გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.

ალბანეთის ნაკრებმა ევროზე იტალიის 11-მატჩიანი სერია შეწყვიტა - „სკუადრა აძურა“ ევროს ჯგუფურის მატჩის პირველ ტაიმში გოლს ევრო 2008-ის შემდეგ არ უშვებდა.

ნიკოლო ბარელა ამ ფორმაციის იტალიის ნაკრების ბომბარდირია - ნაკრების მაისურით მე-10 გოლი შეაგდო.

22 წლისა და 27 დღის ასაკში, რიკარდო კალაფიორი, პაოლო მალდინის შემდეგ, ასაკით მე-2 ყველაზე ახალგაზრდა მცველია, რომელმაც ევროს ფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრების მაისურით ითამაშა.

იტალიის ნაკრების ისტორიაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ეგიდით, მეორედ მოხდა, როცა „ინტერის“ ორმა ფეხბურთელმა ფინალური ეტაპის მატჩში გაიტანა - ეს პირველად 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა - 1/2 ფინალში მექსიკასთან, ბონინსენიამ და ბურგნიხმა გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები