ბელინგემის მაგარი შედეგი | ევროს მე-3 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-3 სათამაშო დღეს პოლონეთი-ნიდერლანდების, სლოვენია-დანიისა და სერბეთი-ინგლისის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
ნიდერლანდების ნაკრები პოლონეთთან ზედიზედ 13 ურთიერთშეხვედრაა არ მარცხდება - ბოლოს ევრო 1980-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე წააგეს.
ნიდერლანდების ნაკრებ ევროს ფინალურ ეტაპზე უკვე 18 მეტოქე ჰყავთ დამარცხებული. ამაზე მეტ მეტოქეს მხოლოდ გერმანელებმა მოუგეს - 19.
პოლონეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე ჩატარებული 15 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული - 7 ფრე და 6 წაგება. ორივე ეს გამარჯვება ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე მოიპოვეს.
ვოიცეხ შჩესნი პირველი პოლონელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ოთხ ფინალურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა.
21 წლისა და 303 დღის ასაკში, ბარტ ვერბრუხენი, ევრო 1964-ის შემდეგ, მე-2 ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ფინალური ეტაპის მატჩში მიიღო მონაწილეობა. რეკორდი ესპანელ ხოსე ანხელ ირიბარს ეკუთვნის - 21 წელი და 108 დღე.
კოდი ხაკპომ, ბოლო ორი დიდი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (2022 წლის მსოფლიო და წლევანდელი ევრო), ოთხივე მატჩში გაიტანა გოლი.
ადამ ბუკსა პოლონეთის ნაკრების ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ევროზე თავისთვის სადებიუტო მატჩში გოლი შეაგდო - ლევანდოვსკი (2012), მილიკი (2016) და ლინეტი (2020).
ვოუტ ვეგჰორსტმა, ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში, ცვლილებაზე გამოსულ ფეხბურთელთა შორის, ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 2 წუთისა და 18 წამის შემდეგ.
სლოვენიის ნაკრები ევროს 24-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ევროს ფინალურ ეტაპზე ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
სლოვენიის ნაკრებს ბოლო 15-დან 2 მატჩი აქვს წაგებული - 8 მოგება და 5 ფრე. ასევე, ბოლო 21-დან 20 მატჩში მინიმუმ 1 გოლი გაიტანეს.
სლოვენიელმა იაკა ბიოლმა ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა.
დანიის ნაკრებს სლოვენიასთან ისტორიაში არასდროს წაუგია - 5 მოგება და 2 ფრე.
კრისტიან ერიქსენი დანიის ნაკრების ისტორიაში ევროზე ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი გახდა - 32 წლის და 123 დღის.
ინგლისის ნაკრებს ევროს ჯგუფურ ეტაპზე უკვე 12 მატჩია არ წაუგია - 8 მოგება და 4 ფრე. ბოლოს გუნდი ევრო 2004-ზე საფრანგეთთან დამარცხდა.
20 წლისა და 353 დღის ასაკში, ჯუდ ბელინგემი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ორ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.