კრიშტიანუ რონალდუ, პეპე, ჰაკან ჩალჰანოღლუ, არდა გიულერი
Aa
Aa

არდა, კრიშტიანუ და საქართველოს ნაკრები | ევროს მე-5 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-5 სათამაშო დღეს თურქეთი-საქართველოსა და პორტუგალია-ჩეხეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ (ევრო 2004), არდა გიულერი პირველი თინეიჯერია, რომელმაც ევროზე თავისთვის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

თურქეთის ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე მეექვსედ თამაშობს და გახსნითი მატჩი პირველად მოიგო. აქამდე პირველ ტურში ხუთივეჯერ დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში 36-ე გუნდია, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ითამაშა და ასევე 36-ე, რომელმაც გოლი გაიტანა.

19 წლისა და 114 დღის ასაკში, არდა გიულერი ევროს ფინალური ეტაპის მე-5 ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანია.

თურქეთის ნაკრები ევროს ისტორიაში მხოლოდ მეორე გუნდია, რომელსაც ერთ კონკრეტულ მატჩში ძირითადში ორი თინეიჯერი ჰყავდა - არდა გიულერი და ქენან ილდიზი.

რუშთუ რეჩბერის შემდეგ, ჰაქან ჩალჰანოღლუ მეორე თურქია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის 3 სხვადასხვა ტურნირზე ითამაშა.

თურქეთის ნაკრებს ბოლო 15 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული - 10 მოგება და 3 ფრე.

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 6 ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. თავიანთ მე-5 ტურნირს თამაშობენ პეპე და მოდრიჩი.

კრიშტიანუ რონალდუმ ევროს ფინალურ ეტაპზე 26 მატჩი ჩაატარა, რაც ყველა დროის რეკორდია. მეორე ადგილზე, 20 მატჩით, პეპემ გადაინაცვლა.

41 წლისა და 113 დღის ასაკში, პეპე ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა - უნგრელი გაბორ კირაის რეკორდი გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები