რეკორდები, სტატისტიკები და გოლი იუბილეზე | ევროს მე-6 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-6 სათამაშო დღეს ხორვატია-ალბანეთის, გერმანია-უნგრეთისა და შოტლანდია-შვეიცარიის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
ხორვატიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგფური ეტაპის მეორე ტურში არასდროს წაუგია - 3 მოგება და 5 ფრე.
ხორტავიის ნაკრებს ევროს ფინალური ეტაპის ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 1 მშრალი კარი აქვს.
ალბანეთის ნაკრებმა ევროზე ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში ანგარიში გახსნა.
ანდრეი კრამარიჩმა ევროს ფინალურ ეტაპზე თავისთვის სადებიუტო გოლი 33-ე დაბადების დღეზე გაიტანა.
ლუკა მოდრიჩმა ევროს ფინალურ ეტაპზე მე-15 მატჩი ჩაატარა, რაც ხორვატ ფეხბურთელთა შორის, ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.
ლუკა მოდრიჩმა ნაკრების მაისური 117-ედ მოირგო, რაც ევროპელ ფეხბურთელთა შორის მე-3 შედეგია - სერხიო რამოსი (180) და კრიშტიანუ რონალდუ (207).
გერმანიის ნაკრებს ევროს ჯგუფური ეტაპის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული.
გერმანიის ნაკრებმა ევროს ფინალური ეტაპის ბოლო 8 მატჩში კარი მშრალად პირველად შეინახა.
მანუელ ნოიერმა ევროპის ჩემპიონატზე მე-17-ედ ითამაშა და ყველა დროის რეკორდსმენ ბასტიან შვაინშტაიგერს უკვე მხოლოდ 1 მატჩით ჩამორჩება.
უნგრეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე უკვე 8 მატჩია არ მოუგია - 4 ფრე და 4 წაგება. ბოლოს ევრო 2016-ის ჯგუფურის პირველ ტურში ავსტრიას მოუგეს.
ადამ ნოჯიმ ევროს ფინალურ ეტაპზე მე-8 მატჩი ჩაატარა, რაც უნგრელ ფეხბურთელთა შორის, ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.
ჯერდან შაქირი ერთადერთი ევროპელი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო 6 დიდ სანაკრებო ტურნირზე აქვს გოლი გატანილი.
ჯერდან შაქირი მე-7 დიდ სანაკრებო ტურნირზე თამაშობს, რაც შვეიცარიელ ფეხბურთელთა შორის, ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ჯონ მაკგინმა შოტლანდიის ნაკრების მაისურით ზედიზედ 31-ე მატჩი ჩაატარა. ამაზე უფრო ხანგრძლივი სერია ჰქონდა ტომ ბოიდს, როცა 1995-1999 წლებში ზედიზედ 38 სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შვეიცარიის ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე თავის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი თერთმეტეულით გამოვიდა სათამაშოდ - 30 წელი და 119 დღე.