კარიმ ბენზემა, სტეფანო პიოლი, მარსელო გალიარდო
Aa
Aa

ბენზემასთან არ უნდა ეჩხუბა - გალიარდო გაუშვეს

„ალ იტიჰადში“ ახალი პრეზიდენტის, ანმარ ალ ჰაილის დანიშვნის შემდეგ, სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. პირველი და ყველაზე რეზონანსული მთავარი მწვრთნელის მარსელო გალიარდოს გაშვებაა, რომელსაც პოსტი კარიმ ბენზემასთან არსებული კონფლიქტის გამო დაატოვებინეს.

რა თქვა კლუბის პრეზიდენტმა

გალიარდომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც კარიმს დაუპირისპირდა. მას კარგად უნდა სცოდნოდა, რომ ბენზემა ჩვენი პროექტის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ბუნებრივია გვსურს, რომ ახალი სპეციალისტი მალევე მოვძებნოთ და 2-3 ვარიანტს უკვე განვიხილავთ. ჩემი მთავარი მიზანია, ტრანსფერები განვახორციელოთ და 12 ივლისისთვის, როდესაც გუნდი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, ახალი დამრიგებლის განკარგულებაში მისთვის სასურველი ყველა მოთამაშე იყოს და გუნდი სრულად იყოს დაკომპლექტებული.

გალიაროს შეცვლის მთავარ კანდიდატად, გავრცელებული ინფორმაციით, სტეფანო პიოლი განიხილება, რომელმაც „მილანი“ ერთი თვის წინ დატოვა. საუდის არაბეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში „ალ იტიჰადმა“ მე-5 ადგილი დაიკავა და ლიდერ „ალ ჰილალს“ 42 ქულით ჩამორჩა. ბენზემამ კი გათამაშება 9 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
არ უშვებენ - ბენზემას ალ იტიჰადიდან წასვლა სურს
არ უშვებენ - ბენზემას ალ იტიჰადიდან წასვლა სურს