ჰარი კეინი, მორტენ ჰიულმანი
Aa
Aa

ჰიულმანის ბრწყინვალე გასროლა - ინგლისმა დანიასთან ქულები დაკარგა

ევრო 2024-ის C ჯგუფის მეორე ტურში ინგლისმა დანიასთან ქულები დაკარგა - 1:1.

გარეთ საუთგეიტის გუნდი ჰარი კეინის გოლით იგებდა, თუმცა მორტენ ჰიულმანმა შორი მანძილიდან პიკფორდს შეუგდო. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.

ჰარი კეინი პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მინიმუმ 5 გოლი გაიტანა. ევროპის ჩემპიონატებზე მის აქტივში 5 გოლია, მუნდიალებზე კი 8 გოლი შეაგდო.

2 ტურის შემდეგ ინგლისი 4 ქულით ლიდერია, დანიისა და სლოვენიის აქტივში 2-2 ქულაა, სერბეთი 1 ქულით აუტსაიდერია.

მესამე ტურში ინგლისი სლოვენიას (25 ივნისი, 23:00), დანია კი სერბეთს შეხვდება (25 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები