ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ზვიად ნაჭყებია
Aa
Aa

ქართველებით აღფრთოვანდნენ და ჩვენი ეშინიათ - ნაჭყებია ჩეხებზე

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის, ჩეხეთის ეროვნული გუნდის შესახებ სხვებთან შედარებით უფრო მეტი ბუნებრივია ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა იციან და მათ შორისაა ზვიად ნაჭყებია, რომელიც ბოლო ნახევარია წელია „ზლინში“ ასპარეზობს და ბუნებრივია როგორც მშობლიური ქვეყნის, ასევე ჩეხეთის ნაკრების თამაშს დიდი გულისყურით ადევნა თვალყური. 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა Crystalsport-თან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული გუნდის თამაშის შეფასების გარდა, მოახლოებულ თამაშზე ჩეხეთში არსებულ განწყობაზეც გაამახვილა ყურადღება

რა თქვა ნაჭყებიამ

კონტინენტის პირველობაზე გამართულ სადებიუტო მატჩში საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხით აღფრთოვანებული დავრჩი. განსაკუთრებით მომეწონა გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ასპარეზობა. იმ ადამიანებს კი, რომლებიც თვლიან, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ცუდად ითამაშა, კატეგორიულად არ ვეთანხმები.

რა განწყობაა აქ ჩეხეთში? აქაურებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროპის ჩემპიონატზე გამართულ თითოეულ შეხვედრას უყურა. გადაჭარბების გარეშე გეუბნებით - საქართველოს ნაკრების გამოსვლით აღფრთოვანებულები არიან და ჩვენი ეშინიათ. თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ჩეხეთის ნაკრები მაინც დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი გუნდია, თუმცა ქართველ შემტევებს უფრთხიან. კვარაცხელიას შესახებ აქამდეც იცოდნენ და თურქებთან მატჩში დარწმუნდნენ, რომ წინა ხაზში სხვა კვალიფიციური ფეხბურთელებიც გვყავს.

„ზლინი“, სადაც ზვიად ნაჭყებია გამოდის, გასულ სეზონში ბოლო ადგილზე გავიდა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებიდან შემოთავაზებები აქვს, 24 წლის ქართველს სავარაუდოდ დარჩენა მოუწევს, რადგან ამჟამინდელ კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვირკველია: კვარას გაკრიტიკებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები
კვირკველია: კვარას გაკრიტიკებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები