ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, ჯოვანი დი ლორენცო, ჯოვანი მანა
Aa
Aa

კვარა და კაპიტანი რჩებიან - კონტეს მოთხოვნები დე ლაურენტისს

26 ივნისს, „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისსა და სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდება, სადაც სხვადასხვა ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრებენ. ჯერჯერობით ოფიციალურად არ იყო ცნობილი, თუ რომელ მოთამაშეების თემას შეეხებოდნენ დეტალურად, თუმცა Rai Sport-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, კონტე გუნდის კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებას კატეგორიულად ითხოვს და რამდენიმე დღეში მისი ახალი ხელმძღვანელობისგან სწორედ ამის დადასტურებას მოითხოვს.

იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც მასთან მოლაპარაკებები წამოიწყეს, კონტე დე ლაურენტისსა და მის თანაშემწეებს უმეორებდა, რომ მისთვის ახალი ფეხბურთელების დამატებაზე უფრო მეტად პრიორიტეტული, წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება გახლდათ და წამყვანებს შორის უპირველესად ბუნებრივია 23 წლის ქართველი იგულისხმებოდა. აქამდე მთავარ პრობლემას კვარაცხელიას დაბალი ანაზღაურება წარმოადგენდა, რისი გამოსწორებაც უახლოეს პერიოდში მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებით იგეგმება, რომლის მიხედვითაც ხვიჩას ხელფასი 1.5 მილიონიდან 5.5 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს.

კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რადგან ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებსა და მისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წარმატებულ თამაშზეა კონცენტრირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოთიშული იყო“ | კავაზაშვილმა კვარა გააკრიტიკა
„გამოთიშული იყო“ | კავაზაშვილმა კვარა გააკრიტიკა