დრამატული დასასრული - იოვიჩმა სერბეთი მარცხისგან იხსნა
ევრო 2024-ის C ჯგუფის მეორე ტურში სლოვენია-სერბეთის მატჩი 1:1 დასრულდა.
მატიაჟ კეკის გაწვრთნილი სლოვენია გამარჯვებასთან ახლოს იყო, 69-ე წუთზე ტიმი მაკს ელშნიკის (ლუბლიანას ოლიმპია) საგოლე პასით ჟან კარნიჩნიკმა (ცელე) ანგარიში გახსნა. საინტერესოა რომ როგორც საგოლე პასის, ასევე გოლის ავტორი სლოვენიის ჩემპიონატში თამაშობს.
სერბთა ცენტრფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა გოლი ვერც მეორე ტურში შეაგდო, თუმცა მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა ლუკა იოვიჩმა მე-5 დამატებულ წუთზე გაიტანა და სერბეთს მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დრაგან სტოიკოვიჩის გუნდი ინგლისთან დამარცხდა.
სლოვენია გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამდა, თუმცა ქულას დასჯერდა, პირველ ტურში დანიასთანაც ფრე ითამაშა (1:1).
ამ ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ინგლისი დანიას დაუპირისპირდება (20 ივნისი, 20:00).