ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ კავაზაშვილი
Aa
Aa

„გამოთიშული იყო“ | კავაზაშვილმა კვარა გააკრიტიკა

„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩს გამოეხმაურა. კავაზაშვილმა აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და „ჯვაროსნების“ მარცხენა გარემარბი გააკრიტიკა.

„ერთადერთი, რამაც უკმაყოფილების შეგრძნება დამიტოვა, კვარაცხელიას თამაშია. ის თანაგუნდელებსა და მატჩს გამოთიშული იყო. ისე შთამბეჭდავად რომ ეასპარეზა, როგორც ნაპოლიში თამაშობს ხოლმე, ვფიქრობ, პირველივე ტაიმში გავინაღდებდით წარმატებას“.

ნობისთვის, სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა თურქეთთან მატჩში, „კვარას“ თამაში 6.7 ქულით შეაფასა. საქართველოს ნაკრების გარემარბს 10-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, ბურთს 59-ჯერ შეეხო და მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

გეტყვით იმასაც, რომ პირველი ტურის შემდეგ, საქართველოსა და ჩეხეთს 0-0 ქულა აქვთ, პორტუგალიისა და თურქეთის ანგარიშზე კი 3-3 ქულაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს გამართავს და თბილისის დროით, 17:00-ზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებლად მოვიგეთ“ | ალტინტოპი საქართველოსთან მატჩზე
„ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებლად მოვიგეთ“ | ალტინტოპი საქართველოსთან მატჩზე