ხვიჩას და ჯუღელს უნდა შეხვდეს - ჯოვანი მანა გერმანიაში მიფრინავს
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება, მისი ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მაინც აქტუალურია.
იტალიური მედიის ინფორმაციით, პარტენოპეის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გერმანიაში გაფრინდება. მისი მიზანი ხვიჩასთან და მამუკა ჯუღელთან შეხვედრაა.
წყაროს ცნობით, სპორტული დირექტორი ქართველ ფეხბურთელს ახალ, გაუმჯობესებულ და საბოლოო შეთავაზებას გაუკეთებს. ჯერი კი უკვე თავად ხვიჩაზე იქნება, თუ რას გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ხელფასის მნიშვნელოვან გაზრდას ითხოვს, რაზეც დღევანდელი ინფორმაციით ნაპოლი ბოლომდე თანახმა არ არის, თუმცა საინტერესოა რა შეთავაზებას გააკეთებს ჯოვანი მანა.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნების შემტევის გადაბირებით პარი სენ ჟერმენი ინტერესდება და მზად არის ნაპოლის 100-120 მილიონი ევრო გადაუხადოს. ბოლო ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩას გაყიდვა არ სურს.