„თურქეთთან არ გაგვიმართლა, პორტუგალიის დამარცხება შეუძლებელი არაა“ | ზაზა ჯანაშია
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ვილი სანიოლის გუნდის შანსებზე ისაუბრა. ჯანაშიას სჯერა, რომ „ჯვაროსნებს“ ჯგუფიდან გასვლა და პორტუგალიის დამარცხებაც კი შეუძლიათ.
„არაფერია საგანგაშო იმაში, რომ თურქეთთან მარცხის შემდეგ, პორტუგალიასთან გვაქვს სათამაშო. ეს ფეხბურთია და პორტუგალიის დამარცხებაც შესაძლებელია. რატომაც არა?! პორტუგალიელებმა ჩეხეთს მოუგეს და ცოტათი მოდუნდნენ. შეიძლება, ჩვენც გაგვიმართლოს. სელესაოს დამარცხება შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ არც ისეთი ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, როგორც ადრე.
თურქეთთან მატჩს რაც შეეხება, საქართველოს უბრალოდ არ გაუმართლა. არ უნდა წაგვეგო და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ ყოფილა. ეს დასასრული არაა. შეგვიძლია, ჩეხეთს მოვუგოთ, პორტუგალიასთან ქულა ავიღოთ და ჯგუფიდან გავიდეთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს გამართავს. თბილისის დროით, 17:00-ზე, ვილი სანიოლის ბიჭები ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.