ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„თავისთვის საუკეთესო პოზიციაზე არ უთამაშია“ | იური სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი საქართველოსა და თურქეთის მატჩს გამოეხმაურა. სიომინმა განაცხადა, რომ „კვარას“ თავისთვის საუკეთესო პოზიციაზე არ უთამაშია და მისი ნაკლებეფექტურობა სწორედ ამით იყო განპირობებული.

„პოზიცია, რომელზეც თურქეთის წინააღმდეგ კვარაცხელიამ ითამაშა, მისთვის საუკეთესო არაა. ხვიჩა მთელი სეზონის განმავლობაში, მარცხენა გარემარბი იყო, თურქეთთან კი ოდნავ განსხვავებული სურათი მივიღეთ. კვარაცხელიამ კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამ პოზიციაზე, რომელიც მოედნის შუა ნაწილში იყო, ცენტრალური მცველებისგან ბევრად მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცა და პრობლემები სწორედ ამიტომ შეექმნა“.

ცნობისთვის, სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა თურქეთთან მატჩში, „კვარას“ თამაში 6.7 ქულით შეაფასა. საქართველოს ნაკრების გარემარბს 10-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, ბურთს 59-ჯერ შეეხო და მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ, საქართველოსა და ჩეხეთს 0-0 ქულა აქვთ, პორტუგალიისა და თურქეთის ანგარიშზე კი 3-3 ქულაა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს გამართავს და თბილისის დროით, 17:00-ზე ჩეხეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროზეც გამოჩნდა, რომ მოსამატებელი აქვს“ | რა თქვა კალცონამ კვარაზე
„ევროზეც გამოჩნდა, რომ მოსამატებელი აქვს“ | რა თქვა კალცონამ კვარაზე