ვალტერ მაცარი ქართველი ფეხბურთელის გუნდის მწვრთნელი იქნება
ნაპოლიდან გათავისუფლების შემდეგ, ვალტერ მაცარი სამსახურის გარეშეა დარჩენილი.
ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports წერს, რომ იტალიელი სპეციალისტის შემდეგი გუნდი ირანული პერსეპოლისია, რომელიც გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და სულ მალე ირანული გუნდი იტალიელ მწვრთნელს ოფიციალურად წარადგენს.
საინტერესო ის გახლავთ, რომ პერსეპოლისში ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი თამაშობს, რომლის გოლითაც გუნდი ჩემპიონი გახდა.
ვალტერ მაცარის ქართველ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.(ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი).
თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი გველესიანი პერსეპოლისს არ დატოვებს, მაშინ მაცარი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის მწვრთნელი იქნება.