ხვიჩა კვარაცხელია, ტომაშ ჰოლეში
Aa
Aa

„ხვიჩა ტოპ ფეხბურთელია, ვიცით რა შეუძლია“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი

ჩეხეთის ნაკრების მცველმა, ტომაშ ჰოლეშმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ჩეხეთი საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ჰოლეშმა „ჯვაროსნების“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

„პორტუგალიასთან მატჩი წაგვადგება და მისთვის მაქსიმალურად მზად ვიყავით. საქართველოსთან შეხვედრა გადამწყვეტი იქნება. თუ მიზანს მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ, პლეიოფში გასვლას ძალიან მივუახლოვდებით.

ხვიჩა კვარაცხელია ტოპ დონის ფეხბურთელია. ვიცით, რა შესაძლებლობები და ხარისხი აქვს. ვიცით, როგორ თამაშობს და რა შეუძლია, გააკეთოს. კვარასთვის და საქართველოსთვის მომზადება ჯერ არ დაგვიწყია, რადგან მთელი აქცენტი პორტუგალიაზე გვქონდა გაკეთებული“.

ცნობისთვის, ჩეხეთმა პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან გამართა და ქულის აღებასთან ახლოს იყო, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან 1:3 წააგო და ვილი სანიოლის გუნდს ჩეხეთთან უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროზეც გამოჩნდა, რომ მოსამატებელი აქვს“ | რა თქვა კალცონამ კვარაზე
„ევროზეც გამოჩნდა, რომ მოსამატებელი აქვს“ | რა თქვა კალცონამ კვარაზე