გერმანელი არბიტრი | ვინ განსჯის საქართველო-ჩეხეთის მატჩს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მეორე შეხვედრას ჩეხეთთან, 22 ივნისს გამართავს. რამდენიმე წუთის წინ, უეფა-მ განცხადება გაავრცელა და დაასახელა სამსაჯო ბრიგადა, რომელიც „ჯვაროსნებისა“ და „ნაროდაკის“ დაპირისპირებას მოემსახურება.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გერმანელი რეფერი, დანიელ ზიბერტი იქნება. გვერდითა მსაჯების ფუნქციებს რაფაელ ფოლტინი და იან ზიდელი შეითავსებენ. მეოთხე მსაჯი ირფან პელიტო (ბოსნია და ჰერცეგოვინა) გახლავთ, ხოლო VAR-ზე მარკო ფრიცი (გერმანელი) იმუშავებს, რომელსაც პოლ ვან ბოეკელი (ნიდერლანდელი) და დავიდ კუტი (ინგლისელი) დაეხმარებიან.
ზიბერტი 40 წლის მსაჯია, რომელმაც 2023/24 წლების სეზონში, ევროპა ლიგის ნახევარფინალში, „მარსელისა“ და „ატალანტას“ მატჩზე იმუშავა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მას ორი თამაში მიანდვეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს 13-ჯერ მოემსახურა და 2021/22 წლების სეზონში, მეოთხედფინალზე იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ, საქართველო და ჩეხეთი 0-0 ქულით არიან. ჩვენი მომდევნო მატჩი თბილისის დროიტ, 17:00-ზე დაიწყება.