ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„ევროზეც გამოჩნდა, რომ მოსამატებელი აქვს“ | რა თქვა კალცონამ კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრაჩესკო კალცონამ, რომელიც ევრო 2024-ზე, სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კალცონამ დაასახელა კომპონენტები, რომელთა გაუმჯობესების შემთხვევაში, „კვარას“ ოქროს ბურთის პრესტიჟული ჯილდოს მოგება შეეძლება.

„ნაპოლიში ძალიან მცირე დრო გავატარე და გადაუდებელი საკითხები იყო მოსაგვარებელი, რომლებიც გუნდსა და სატურნირო მდგომარეობას უკავშირდებოდა. სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემები ვერ მოვაგვარე.

რა აკლია კვარაცხელიას იმისთვის, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს? ევროპის ჩემპიონატზეც ჩანს, რომ ხარისხიან ფეხბურთელებს დაცვაში აქტიური და სისტემატური როლი აქვთ, კვარაცხელია კი დაცვით ფაზაში იშვიათად იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, მოედნის ბოლო მესამედში, ვაზნების უკეთესად სროლა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში მეტად პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამ კომპონენტს გააუმჯობესებს, დარწმუნებული ვარ, ოქროს ბურთს მოიგებს“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთთან შეხვედრაში, „კვარას“ 10-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყა, ბურთს 59-ჯერ შეეხო და 33-დან 31 ზუსტი პასი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტანეკი: “გულშემატკივრები საქართველოსთან გაცილებით უკეთეს ჩეხეთს იხილავენ
სტანეკი: “გულშემატკივრები საქართველოსთან გაცილებით უკეთეს ჩეხეთს იხილავენ