ტომას სოუჩეკი
Aa
Aa

ჩეხური მედია: “სოუჩეკს პრობლემები აქვს, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამასთან დაკავშირებით, ჩეხური მედია რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ სოუჩეკს მუხლის პრობლემები აქვს, რამაც თავი პორტუგალიასთან მატჩში იჩინა.

sport.ceskatelevize-ს ინფორმაციით, ჩეხეთის ნაკრების კაპიტანს მუხლი დიდი ხანია აწუხებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ თუ ის 100 %-ით მზად არ არის, არასდროს თამაშობს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად მუხლის პრობლემებისა ის მაინც ითამაშებს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს.

აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში გარკვეული სახის ცვლილებები იქნება. საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ ცვლილებაზე შესული ზოგიერთი ფეხბურთელი ჯვაროსნებთან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს და ჩეხეთს პირველი ტურის შემდეგ ნული ქულა აქვთ. ამ გუნდების დაპირისპირება კი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი შეთანხმებულია - რაფა მარინი ნაპოლიში ითამაშებს
ყველა დეტალი შეთანხმებულია - რაფა მარინი ნაპოლიში ითამაშებს