ნაპოლი, მადრიდის რეალი, რაფა მარინი
Aa
Aa

ყველა დეტალი შეთანხმებულია - რაფა მარინი ნაპოლიში ითამაშებს

ანტონიო კონტე ნაპოლის გაძლიერებას შეუდგა. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარტენოპეი მადრიდის რეალის აღზრდილ ფეხბურთელს რაფა მარინს შეუთანხმდა.

მხარეებს შორის საუბარი გუშინ შედგა და ყველა დეტალი მოგვარებულია. ახალგაზრდა უკანახაზელი იქით კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს. მისი ხელშეკრულება 2029 წლის ვადით განისაზღვრება.

22 წლის ესპანელი სამეფო კლუბის აკადემიაში 2016 წელს ჩაირიცხა და ძირითადად კასტილიაში თამაშობდა. პირველ გუნდში გამოძახებული იყო, თუმცა დებიუტის საშუალებ არ მიეცა. წინა სეზონი კი ალავესში გაატარა.

ცნობისთვის, ნაპოლი მატს ჰუმელსის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა კონტემ არჩევანი ახალგაზრდა ცენტრალურ მცველზე შეაჩერა.

იმასაც გეტყვით, რომ კონტეს პარტენოპეიში რომელუ ლუკაკუსა და ფედერიკო კიეზას ხილვა სურს და ამ ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024 | შაჩირის უნიკალური მიღწევა
ევრო 2024 | შაჩირის უნიკალური მიღწევა