ხერდან შაქირი
Aa
Aa

ევრო 2024 | შაჩირის უნიკალური მიღწევა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შვეიცარია შოტლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში შოტლანდიამ მე-13 წუთზე გახსნა. თავი მაკტომინაიმ გამოიჩინა. 26-ე წუთზე კი წონასწორობა ხერდან შაჩირიმ აღადგინა.

ამ გოლით კი შვეიცარიელმა შემტევმა საინტერესო სტატისტიკა დააფიქსირა. შაქირი ბოლო 10 წლის განმავლობაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამ მსოფლიოს და სამ ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მსგავსი მიღწევის დაფიქსირება კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია, რომელსაც ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან და საქართველოსთან აქვს დარჩენილი მატჩები. დიდი ალბათობით პორტუგალია ჯგუფიდან გავა და რონალდუს კიდევ უფრო მეტი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრებს ჯგუფში 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე მყოფ გერმანიას კი 2 ქულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შვეიცარია სწორედ მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 23 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა - უნგრეთის მწვრთნელი მსაჯმა გააბრაზა
ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა - უნგრეთის მწვრთნელი მსაჯმა გააბრაზა