იტალიური მედია: მადრიდის რეალი შენგელიას გადაბირებით ინტერესდება
თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიასთან კონტრაქტი ეწურება და არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ქართველმა კალათბურთელმა იტალიური კლუბი დატოვოს.
იტალიური გამოცემა Sportando საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვთავაზობთ. ვიგებთ, რომ შენგელიას გადაბირებით მადრიდის რეალი და პანათინაიკოსი ინტერესდებიან.
ვირტუს ბოლონია, რა თქმა უნდა, შენგელიას შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ამისთვის მათ საქართველოს ნაკრების კაპიტანს წელიწადში 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ, რაც ვირტუსისთვის საკმაოდ დიდი თანხაა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პირობებს სთავაზობენ თორნიკეს რეალი და პანათინაიკოსი, თუმცა აღნიშნულ კლუბებში გადასვლა კარიერულ წინსვლად შეიძლება შეირაცხოს.
შეგახსენებთ, რომ პანათინაიკოსს შენგელიას გადაბირება გასული წლის ზაფხულშიც სურდა, თუმცა იტალიელებმა არ გაუშვეს.