კიეზა და ლუკაკუ ერთად - ანტონიო კონტეს გეგმები
ანტონიო კონტე ნაპოლიში დიდ ცვლილებებს გეგმავს. იტალიელ სპეციალისტს შეტევის გაძლიერება სურს.
CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, ახალ მთავარ მწვრთნელს პარტენოპეიში რომელუ ლუკაკუს და ფედერიკო კიეზას მიყვანა სურს.
იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ ტიაგო მოტას იუვენტუსში კიეზას ყოფნა აღარ სურს და ტრანსფერზე დააყენა. ეს ფაქტი კი ნაპოლის სიტუაციას ამარტივებს, თუმცა პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა. წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ფასის მაქსიმალურად დაწევას ცდილობს.
რაც შეეხება ლუკაკუს, ბელგიელ თავდამსხმელზე ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ოსიმენის ტრანსფერი შედგება.
ცნობილია, რომ ნიგერიელ შემტევს პარტენოპეის დატოვება და პრემიერ ლიგაში თამაში სურს, თუმცა მას ჯერჯერობით არავინ ეპატიჟება.
რამდენიმე დღის წინ, ოსიმენმა ალ ჰილალის შეთავაზება უარყო და ახლა მას მხოლოდ პარი სენ ჟერმენიდან აქვს ინტერესი.
შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის კიეზა და ლუკაკუ ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ევრო 2024-ზე იმყოფებიან. ფედერიკომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გაიტანა და იტალიას მოაგებინა. ლუკაკუს ბელგია კი სლოვაკეთთან დამარცხდა.