მარკო როსი
Aa
Aa

ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა - უნგრეთის მწვრთნელი მსაჯმა გააბრაზა

სიმბოლურია, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველი მერვედფინალისტი ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები გახდა, რომელმაც მიზანს მეორე ტურში უნგრეთის ეროვნული გუნდის 2:0 დამარცხების შემდეგ მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ალემანებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს, რაც პრეს კონფერენციაზე მადეარების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ნიდერლანდელ არბიტრთა ბრიგადა დანი მაკელიეს ხელმძღვანელობით სასტიკად გააკრიტიკა

რა თქვა როსიმ

ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არბიტრების მისამართით ცუდი არასოდეს არაფერი მითქვამს, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომ გერმანელებიც კი შეამჩნევდნენ, როგორი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა მაკელიე. მან რეაგირების გარეშე დატოვა ორბანის წინააღმდეგ უხეშობა, მაშინ როცა ანდრიხის ეპიზოდზე ჩვენი ფეხბურთელი არ დაინდო. ფეხბურთში ერთიანი წესები გვჭირდება და არა ორმაგი სტანდარტები. გერმანიის ნაკრები ასეც თუ ისეც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია და ძალიან მაინტერესებს, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა თუ არა ნიდერლანდელი არბიტრი იმ შემთხვევაში თუ გერმანელების მეტოქე საფრანგეთის გუნდი იქნებოდა.

უნგრელებმა ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში ორივე თამაში წააგეს და პლეი ოფის საგზურის მოპოვების მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროოსის ბრწყინვალე სტატისტიკა - მუსიალას და გიუნდოგანის გოლები უნგრეთთან
კროოსის ბრწყინვალე სტატისტიკა - მუსიალას და გიუნდოგანის გოლები უნგრეთთან