ტონი კროოსი, ილქაი გიუნდოგანი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

კროოსის ბრწყინვალე სტატისტიკა - მუსიალას და გიუნდოგანის გოლები უნგრეთთან

ევრო 2024-ის A ჯგუფის მეორე ტურში იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილმა გერმანიის ნაკრებმა მუსიალასა და გიუნდოგანის გოლებით უნგრეთი 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გერმანელები 6 ქულით პირველ ადგილზე არიან, მეორე ტურის მეორე მატჩი ჯერ არ გამართულა: შვეიცარია, რომელმაც პირველ ტურში უნგრეთს 3:1 მოუგო, შოტლანდიას დაუპირისპირდება.

საინტერესო ფაქტები ტონი კროოსზე

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხაზის გამჭრელი პასების რაოდენობით ტონი კროოსი საუკეთესოა. მეტიც, საუკეთესო ხუთეულში პირველ და მეორე ადგილზეა.

47 - ტონი კროოსი (უნგრეთთან), 30 - ტონი კროოსი შოტლანდიასთან, 21 - ვიტინია ჩეხეთთან, 20 - ლუკა მოდრიჩი ალბანეთთან, 19 - ჯოვანი დი ლორენცო ალბანეთთან.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ მატჩში ყველაზე მეტი წარმატებული პასი ჩავიმ შეასრულა, ევრო 2012-ზე ირლანდიასთან. მეორე ადგილზე ტონი კროოსია, დღეს უნგრეთთან 124 წარმატებული პასი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები