თორნიკე შენგელია, კალათბურთელთა ნაკრები, ჯო ტომასონი, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

ჯიკიჩის 15-კაციანი განაცხადი - კაპიტანი გუნდს შეუერთდა

2-7 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი რიგაში პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ციკლის მინი ტურნირში გამოვა, რომლის საწყის ეტაპზეც ქართველი კალათბურთელების მეტოქე მასპინძელი ლატვიისა და ფილიპინების ნაკრები იქნება. პლეი ოფში სამიდან ორი საუკეთესო გავა და მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს შეუწყვილდება, სადაც ბრაზილიის, კამერუნისა და მონტენეგროს გუნდები არიან თავმოყრილნი.

ბოლო პერიოდში გუნდი სერბი მთავარი მწვრთნელის, ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით მოსამზადებელ შეკრებას იტალიის ქალაქ ტრევიზოში გადის და დღეს პირველად თანაგუნდელებთან ერთად კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ივარჯიშა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს საკლუბო მატჩების გამო, სხვებთან შედარებით გვიან შეუერთდა. 18-კაციანი განაცხადიდან კი შემადგენლობაში მხოლოდ 15 დარჩა - თბილისში დაბრუნება გიორგი ტურძილაძეს, გეგი ბაქრაძესა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილს მოუწევთ. შენგელიას გარდა უკვე ნაკრებთან ერთადაა ნატურალიზებული ამერიკელი ჯო ტომასონი, რომელიც საწვრთნელ პროცესს ხვალიდან შეუერთდება.

21 ივნისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ტრევიზოდან ტრენტოში გაემგზავრება და 23 ივნისს ტრენტოში იტალიის ნაკრებთან  საკონტროლო თამაშს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი თამაში დაუფასდა - შენგელია პლეი-ოფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
კარგი თამაში დაუფასდა - შენგელია პლეი-ოფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა