კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

არაფრიდან რაღაც განსაკუთრებულს ქმნის - კიტეიშვილმა კვარაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის’’ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა Sky Sports-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელებს ერთად ყოფნა ახარებთ, ეროვნული ნაკრები ერთი ოჯახია: „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ყოველთვის კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ ახლა ეს რაღაც სხვაა. გუნდში ნამდვილად კარგი ენერგიაა. ერთად ყოფნა გვიხარია და ეს არ ეხება მხოლოდ ვარჯიშსა და თამაშს. მოგვწონს ერთად დროის გატარება’’.

კიტეიშვილი სანიოლზე: „ის ყოველთვის პოულობდა სწორ სიტყვებს მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ. ეს სიმშვიდე როგორღაც მოვიდა ჩვენამდე. როგორც მწვრთნელს, გჭირდება გუნდს მენტალური სიძლიერე შესძინო. ეს იყო ყველაზე მთავარი, მე ასე ვფიქრობ''.

ოთარ კიტეიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის მოთამაშეა: „მსოფლიო დონის მოთამაშეა, ის ქმნის მთავარ განსხვავებას. როდესაც მოედანზეა, გვჯერა რომ არაფრიდან რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია. ლიდერია, ბედნიერები და იღბლიანები ვართ, რომ ის საქართველოს ნაკრებშია’’.

კიტეიშვილი პორტუგალიასთან მატჩზე: „რონალდუ განსაკუთრებული მოთამაშეა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველი. როცა უმაღლესი დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშობ, რაღაცებს განსხვავებულად ხედავ. უდიდეს გამოცდილებას იძენ, როცა უყურებ როგორი კომუნიკაცია აქვთ მეტოქის ფეხბურთელებს. იმედი მაქვს, მას ბევრ პრობლემას შევუქმნით და გოლს არ გავატანინებთ''.

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველ ტურში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. მეორე ტურში სანიოლის გუნდი ჩეხეთს შეხვდება (22 ივნისი, 17:00), დასკვნით ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები