კროოსი, მუსიალა, მიქაუტაძე - ESPN-მა ტურის სიმბოლური გამოაქვეყნა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან სადებიუტო შეხვედრა გამართა და 1:3 დამარცხდა.
ჯვაროსნების მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა და ბევრად მეტი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ასე არ მოხდა.
მიუხედავად ამისა, ქართველ ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასდა. ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ტოპ 11 გამოაქვეყნა, რომელშიც მეცის თავდამსხმელიც იმყოფება.
შემადგენლობა კი ასეთია:
უნაი სიმონი, იოზუა კიმიხი, დრაგუსინი, კრისტენსენი, ნათან აკე, ნგოლო კანტე, ტონი კროოსი, ფაბიან რუისი, ჯამალ მუსიალა, კოდი გაკპო, გიორგი მიქაუტაძე.