კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი - ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს მეტოქეები.
თბილისური კლუბი მონტენეგროს წარმომადგენელი მორნარია იქნება, ხოლო ქუთაისელები ალბანურ ტირანას დაუპირისპირდებიან.
დღეს კი მორიგი წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, თუ ვის შეხვდებიან ქართული გუნდები პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში.
წარმატების შემთხვევაში, ტორპედო კვიპროსული ომონიას შეხვდება, ხოლო დინამო სერბულ რადნიჩკის.
რაც შეეხება იბერია 1999-ს, თბილისური კლუბი ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე მარსაქშლოკსა და ალბანურ პარტიზანს შორის გამარჯვებული იქნება.