2026 წლამდე | ბარახამ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ვალენსიაში რჩება
ვალენსიას ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ რუბენ ბარახამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანელი სპეციალისტი ღამურებში 2026 წლამდე დარჩება.
იყო საუბრები, რომ ბარახა ვალენსიას დატოვებდა, თუმცა გუნდის ბოსებმა დარჩენაში დაარწმუნეს. როგორც ცნობილი ხდება, რუბენს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ ბარახას და ვალენსიას საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ. ყოფილი ნახევარმცველი ღამურებში 2000/2010 წლებში თამაშობდა.
სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო. 2013/2015 წლებში ვალენსიას ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ხოლო მთავარ გუნდს სათავეში 2023 წელს ჩაუდგა.
ბარახა ვალენსიას ყველა ტურნირზე ერთად 59-ჯერ გაუძღვა, 22 მატჩი მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და 23 წააგო.