დინამო ბათუმი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | დინამო ბათუმის სავარაუდო მეტოქეები

უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუშინ, გაირკვა, რომ „დინამო ბათუმის“ პირველი მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი, „ლუდოგორეცი“ გახლავთ, მეორე მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, აჭარლები ბელარუს ან სომხურ კლუბს შეხვდებიან.

„ლუდოგორეცის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ანდრეი დემჩენკოს გუნდი „პიუნიკისა“ და „დინამო მინსკის“ წყვილის გამარჯვებულის დაუპირისპირდება. როგორც მოგეხსენებათ, „ლუდოგორეცთან“ მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას სტუმრად რაზგრადში ჩაატარებს.

ბულგარეთის ჩემპიონის, „ლუდოგორეცის'' მთავარი მწვრთნელი გეორგი დერმენდჟიევია, გასულ სეზონში „ლუდოგორეცმა'' კონფერენს ლიგაზე ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და შემდეგ შვეიცარიულ „სერვეტთან'' დამარცხდა.

რაც შეეხება ბათუმის „დინამოს'', გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმაში არაა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 18 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „დილას'' 8 ქულით ჩამორჩება.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა სახიფათო შეტევაში იყო ჩართული“ | ვან ჰოიდონკი და ვან დერ ვაარტი მიქაუტაძეზე
„ყველა სახიფათო შეტევაში იყო ჩართული“ | ვან ჰოიდონკი და ვან დერ ვაარტი მიქაუტაძეზე