“დღეს გუნდურად გავიმარჯვეთ“ - მარტინესი ჩეხეთის დამარცხების შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალია ჩეხეთს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა მარტინესმა?
„ფეხბურთში ასე ხშირად ხდება, როდესაც გუნდი იბრძვის, ყველაფერი კარგად მიდის მათთვის. ჩეხეთს თამაშის კონტროლის მხრივ ბევრი პრობლემა ჰქონდა. მათ არ ჰქონდათ ის განზრახვა, რომ დაცვაში ეთამაშათ. ისინი ჩვენ ვაიძულეთ. თანამედროვე ფეხბურთი მეტწილად გამძლეობაზეა დამოკიდებული.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შედეგი შევცვალეთ. საკუთარი თავის დავიჯერეთ და წარმოუდგენელი მენტალობა გამოვავლინეთ. კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. მოთამაშეები აქ ყოფნას იმსახურებენ. დღეს გუნდურად გავიმარჯვეთ.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მეორე ტურში თურქეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
ამ ჯგუფში თავისი მატჩი გამართეს საქართველომ და თურქეთმა. მონტელას გუნდმა 3:1 მოიგო. საქართველო შემდეგ ტურში ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება.