ფათიჰ თერიმი
Aa
Aa

„საქართველომ კარგად ითამაშა“ | ფათიჰ თერიმის კომენტარი

ლეგენდარულმა თურქმა მთავარმა მწვრთნელმა, ფათიჰ თერიმმა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი შეაფასა. თერიმმა ვილი სანიოლის გუნდი შეაქო და განაცხადა, რომ „ჯვაროსნებმა“ კარგად ითამაშეს.

„საქართველოსთან მატჩში, თურქეთმა ბოლომდე იბრძოლა. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, როცა ხასიათი და მოთმინების უნარი დაგვანახა. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო, მაგრამ საუბარი პირველ შეხვედრაზეა, რომელიც ყოველთვის ყველაზე რთულია და ტურნირის გამარჯვებით დაწყება უმნიშვნელოვანესია.

ჩვენს მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და გუნდს მოგებას ვულოცავ. ისინი საქებარ სიტყვებს ნამდვილად იმსახურებენ. მით უმეტეს, რომ საქართველომ კარგი მატჩი ჩაატარა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო შეხვედრა ვიხილეთ. თურქეთს გამარჯვებას ვულოცავ, საქართველოს კი მინდა წარმატება და სწრაფად დაბრუნება ვუსურვო“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მხრიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, თურქეთის მაისურით კი გოლები მერთ მიულდურმა, არდა გიულერმა და კერემ აკტურკოღლუმ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ხარისხიანი გუნდია“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე
„საქართველო ხარისხიანი გუნდია“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე