იუსუფ იაზიჯი, სამეთ აკაიდინი
Aa
Aa

„ბოლო ეპიზოდისას გული გამიჩერდა“ | რა თქვეს თურქმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. „ჯვაროსნებს“ რამდენიმე ბრწყინვალე მომენტი ჰქონდათ და 1:2-ზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ხარიხასა და ძელს მოხვდა. მატჩის შემდეგ, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ჩვენთან გამართული თამაში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ იღბალი მათ მხარეს იყო.

სამეთ აკაიდინი: „სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს საკუთარ კედლებში ვთამაშობდით. საქართველოსთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. გვჯეროდა, რომ მოვიგებდით და მიზანს მივაღწიეთ, თუმცა, მატჩის ბოლოს დიდი შიში ვნახეთ. ძელის მომენტში, გული გამიჩერდა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი გადავიტანეთ და 3 ქულა ავიღეთ“.

იუსუფ იაზიჯი: „ზოგჯერ, ფეხბურთელს გინდა, რომ იღბალი შენს მხარეს იყო და ბურთს უყვარდე. დღეს, ბურთს ცოტათი კი არა, ძალიან ვუყვარდით. ბოლო ეპიზოდში გოლი რომ გაგვეშვა, საერთოდ სხვა რაღაცებზე ვილაპარაკებდით და ბედნიერი ვართ, რომ 3:1 მოვიგეთ“.

მერთ მიულდიური: „ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებული 3 ქულა ავიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა სწორედ საქართველოსთან გველოდა და მიხარია, სასურველი შედეგი რომ დავაფიქსირეთ“.

შეგახსენებთ, რომ F ჯგუფის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო თურქეთი პორტუგალიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ხარისხიანი გუნდია“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე
„საქართველო ხარისხიანი გუნდია“ | ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე