ჩალჰანოღლუ: “უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც“
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ჰაკანმა?
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. კარგად ვაკვირდები, როგორ მუშაობს მთელი პერსონალი ჩვენი მიზნის მისაღწევად. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც საბოლოო სასტვენამდე გაგვამხნევეს.
რაც შეეხება მატჩს, საკმაოდ რთული გამოდგა. მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა და საქმე გაგვირთულა, თუმცა ჩვენმა გამოცდილებამ ყველაფერზე მოახდინა გავლენა. ახლა მხოლოდ პორტუგალიაზე და ჩეხეთზე ვფიქრობთ.“
ცნობისთვის, შემდეგ ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.
რაც შეეხება თურქეთს, მონტელას შეგირდები პორტუგალიის ბარიერის დაძლევას შეეცდებიან. მატჩი ასევე 22 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა