ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, არდა გიულერი
Aa
Aa

კვარასგან ველოდით და მიქაუტაძემ დაიქუხა - The New York Times-ი საქართველოს ნაკრებზე

ბუნებრივია, ტურნირის დებიუტანტის თამაშს როგორც საფეხბურთო ექსპერტები, ასევე სხვადასხვა სპორტული გამოცემები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და როდესაც ყველასთვის უცნობი გუნდი გამართულ ფეხბურთს აჩვენებს, მის მიმართ კომპლიმენტებსაც არ იშურებენ. The New York-ის სტატიაში ბუნებრივია ძირითადად არდა გიულერსა და მის ფანტასტიკურ გოლზე იყო საუბარი, თუმცა ჟურნალისტი ორიოდე სიტყვით საქართველოს ნაკრებსა და მის ორ წამყვან ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო.

რას წერს The New York Times

თურქეთმა საქართველოს ორი ეფექტური გოლი გაუტანა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სტარტზე პირველად სწორედ ენერგიულად მოთამაშე ქართველების წინააღმდეგ გაიმარჯვა. ვილი სანიოლის ფეხბურთელები ბოლო წუთებში მთელი ძალებით ცდილობდნენ წონასწორობის აღდგენას, თუმცა აქეთ მიიღეს მესამე ბურთი.

არდა გიულერზე მისი „რეალში“ გადასვლის შემდეგ ამ გუნდის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ახალგაზრდა თურქმა თავისი ეფექტურობა კარის სიახლოვეს უნდა დაამტკიცოს და არა მოშორებით, თუმცა არდამ ამჯერადაც შორიდან გაისროლა და უძლიერესი დარტყმით აიღო გიორგი მამარდაშვილის კარი. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა მომავლის, არამედ უკვე შემდგარი ვარსკვლავია.

საქართველოს ნაკრების მთავარი ფიგურა უდავოდ ხვიჩა კვარაცხელიაა და ჭექა-ქუხილს მისგან ველოდით, მაგრამ ამ გუნდის რიგებში ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ბურთი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც „აიაქსში“ გატარებული საშინელი თვეების შემდეგ, ძველი ფორმა „მეცში“ დაიბრუნა და ბოლო პერიოდში უგოლოდ მოედანს პრაქტიკულად აღარ ტოვებს. კვარა ცდილობდა აქტიურობას და მატჩის დასაწყისში მასთან გამკლავება უჭირდათ, თუმცა ეტაპობრივად თურქმა მცველებმა მისი განეიტრალება მოახერხეს.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებ გუნდებს შორის ეს რიგით მეექვსე მატჩი იყო და მეტოქემ მეოთხეჯერ გაიმარჯვა, ქართველი ფეხბურთელების ანგარიშზე კი ურთიერთშეხვედრებში ერთადერთი მოგებაა, რომელიც 2007 წლის 2 თებერვლით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC: “თურქეთმა საქართველოს გული გატეხა“
BBC: “თურქეთმა საქართველოს გული გატეხა“