BBC: “თურქეთმა საქართველოს გული გატეხა“
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა BBC-მ აღნიშნულ მატჩზე დაწერა.
BBC:
„თინეიჯერმა არდა გიულერმა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. თურქეთმა საქართველოს გული გატეხა და ამაღელვებელი გამარჯვება მოიპოვა. მიულდურის დარტყმის დროს საქართველოს მეკარეს გიორგი მამარდაშვილს შანსი არ ჰქონდა. 7 წუთის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ საქართველოსთვის დიდ ევრო ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა. გიორგი ქოჩორაშვილმა კი ოსტატური პასი გააკეთა.
საქართველო, რომელიც პირველად თამაშობდა ევროზე, ვაჟკაცურად იბრძოდა და კინაღამ გაათანაბრა. კარგი შანსი ჰქონდა ქოჩორაშვილს, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. დორტმუნდის ცნობილი ყვითელი კედელი წითელი გახდა. თურქეთმა ღირებული 3 ქულა აიღო.“
ცნობისთვის, შემდეგ ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.
რაც შეეხება თურქეთს, მონტელას შეგირდები პორტუგალიის ბარიერის დაძლევას შეეცდებიან. მატჩი ასევე 22 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა