ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, არდა გიულერი
Aa
Aa

ესპანური მედია: “თურქეთმა საქართველო ხაფანგში ჩასვა“

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურმა გამოცემა BernabeuDigital-მა აღნიშნულ მატჩზე დაწერა.

„საქართველოსთან მატჩში არდა გიულერი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობებით, როგორიც მას აქვს. ძალიან რთული მატჩი იყო. გიულერი ნეაპოლის დიდ ვარსკვლავს დაუპირისპირდა. საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეა.

პირველი ნახევარი საათი გასაკვირი იყო. თურქეთმა საქართველო ხაფანგში ჩასვა. სანიოლის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გიულერის წყალობით თურქეთი მაინც წინ გავიდა. საქართველო მეორე ტაიმში სხვა ზრახვებით გამოვიდა და შეტევა გააძლიერეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.“

ცნობისთვის, შემდეგ ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება თურქეთს, მონტელას შეგირდები პორტუგალიის ბარიერის დაძლევას შეეცდებიან. მატჩი ასევე 22 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქული მედია: “ვინჩენცო მონტელას სიურპრიზი საქართველოს“
თურქული მედია: “ვინჩენცო მონტელას სიურპრიზი საქართველოს“