კვარა თავის სათქმელს იტყვის - აშვეთია ნაკრების პირველ მატჩზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქებთან 1:3 დამარცხების შემდეგ ბუნებრივია პლეი ოფში გასვლის შანსები შეიმცირა, თუმცა თუ ვილი სანიოლის მომზადებულმა გუნდმა თამაშის ის ხარისხი, რაც პირველ ტურში აჩვენა, მომდევნო ორ მატჩშიც შეინარჩუნა, ქულების დაგროვებაზე ფიქრი არარეალური ნამდვილად არ იქნება. სწორედ ამას გაუსვა ხაზი Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მიხეილ აშვეთიამ, რომელიც ამჟამად წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს.
რა თქვა აშვეთიამ
ბიჭების თავდადებითა და საბრძოლო ჟინით უზომოდ კმაყოფილი ვარ. თურქებთან დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობით იყო განპირობებული. მეტოქემ სამივე ისეთი გოლი გაიტანა, როგორიც ათიდან ერთ შემთხვევაში გადის.
განსაკუთრებით ბუნებრივია გიორგი ქოჩორაშვილის თამაში მომეწონა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ნახევარდაცვის ხაზში ოთარ კიტეიშვილის არყოფნა ძალიან გვეტყობოდა. ცუდი ის არის, რომ საწყის 20 წუთში ზედმეტად ვნერვიულობდით, მაგრამ ეს ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის უცხო ნამდვილად არ გახლდათ.
ვიცი, რომ ბევრი უკმაყოფილოა ხვიჩას თამაშით, მაგრამ მერწმუნეთ, დარჩენილ ორ ტურში კვარაცხელია თავის სათქმელს იტყვის. როგორც მეგრელი მეგრელს მას მივმართავ, რომ ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
იყო თუ არა ბუდუ ზივზივაძის თამაშში ჩართვა დაგვიანებული? გიორგი მიქაუტაძე ამჟამად ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ შემთხვევაში ზედმეტი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. გიორგის თამაშის სტილით რამაზ შენგელიას ვამსგავსებ, რადგან მასაც ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია ბურთის გატანა.
1998-2005 წლებში საქართველოს ეროვნულ გუნდში მიხეილ აშვეთიამ 24 შეხვედრაში, საიდანაც ცამეტ შემთხვევაში ცვლილებაზე შევიდა, 5 გოლი გაიტანა