ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

თურქული მედია: “ვინჩენცო მონტელას სიურპრიზი საქართველოს“

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, თურქულმა მედიამ მატჩი შეაფასა.

რას წერს Fanatik.Com?

„ვინჩენცო მონტელას სიურპრიზი საქართველოს - არდა გიულერი! ბევრი ვერ ივარაუდებდა, რომ რეალის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, მაგრამ მონტელა შემტევ სტილს არ შეუშინდა, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა.

პირველივე წუთებიდან გულშემატკივრები საფეხბურთო მღელვარებამ მოიცვა. ჩვენმა ნაკრებმა 3:1 მოიგო და მოედანი გამარჯვებულმა დატოვა. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია. კონკურენტი პორტუგალიაა, რომელსაც უნდა მოვუგოთ. თურქეთმა ჯგუფიდან გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.“

ცნობისთვის, შემდეგ ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება თურქეთს, მონტელას შეგირდები პორტუგალიის ბარიერის დაძლევას შეეცდებიან. მატჩი ასევე 22 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება