ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

ვინჩენცო მონტელა: „მადლობა მეტოქეს ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა“

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩი გამართა. სამწუხაროდ ჩენი ნაკრები თურქებთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ თურქეთს ნაკრების იტალიელმა სპეციალისტმა ვინჩენცო მონტელამ და გოლის ავტორმა არდა გულერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვინჩენცო მონტელა : „ეს იყო მატჩი რომელიც ტურნირის ფინალსაც დაამშვენებდა. ნამდვილად რთული მატჩი იყო. პირველ ტურში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიახ ჩემ თავს ერთ -ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარი გავუკეთე. საქართველომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და ისინი ჩემ სიმპათიას იმსახურებენ. ველოდი ძალიან რთულ მატჩს და ესეც გამოვიდა. ქართველებისთვის ისტორიული შეხვედრა იყო და დარწმუნებული ვიყავი თავს არ დაზოგავდნენ. მათ იციან თავის დაცვაც და შეტევაში სწრაფი გადასვლაც. ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა. მადლობა მეტოქეს. მთავარია პორტუგალიასთან ეს განწყობა გაგვყვეს და მათთან გავინაღდოთ ჯგუფიდან გასვლა.“

არდა გულერი : „ ვულოცავ მთელ თურქეთს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. გვინდოდა მწვრთნელისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა დღეს ხომ მისი დაბადების დღეა. ბედნიერი ვარ ამ გოლით. მიხარია ისტორია რომ დავწერე და გავხდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პატივი უნდა ვცეთ. მათ ისტორიული მატჩი გამართეს და ეს მშვენივრად გამოუვიდათ. მათ ბევრი გვანერვიულეს“.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს გასამართი შეხვედრა ჰამბურგში გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები