ეროვნული ნაკრები, გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი,
Aa
Aa

ვილი სანიოლი : „შეგვეძლო ბევრი გოლის გატანა, მაგრამ არ გაგვიმართლა"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო მატჩი თურქებთან ანგარით 3:1 წააგო. საქართველოს ნაკრებში ისტორიული გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ ჯვაროსნების ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

ვილი სანიოლი : “როცა აგებ კარგი არ არის. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ვითამაშეთ და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. შეგვეძლო ბევრი გოლის გატანა, მაგრამ არ გაგვიმართლა. მე ბედნიერი ვარ იმით რა ფეხბურთიც ვითამაშეთ. ყველა ჩვენგანმა სხვა თვალით უნდა შევხედოთ ევროპის ჩემპიონატს. ეს ევროპის ჩემპიონატი არის საქართველოსთვის ჯილდო, რომელიც დაეხმარება მას განვითარებაში. ჯგუფიდან გასვლა ? მთავარია კარგი მატჩები ჩავატაროთ. აუცილებელია განვითარდეთ, რითაც ეს მატჩები ძალიან დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ შაბათსაც იგივე შეხვედრას ჩავატარებთ. მიქაუტაძემ ისტორიული გოლი გაიტანა და მისის წარმატება მიხარია. რა დაგვაკლდა არ ვიცი, ალბათ მაინც გამოცდილება. მჯერა რომ საქართველოს მსგავს შეხვედრას მომავალში არ წააგებს. აუციელებელია, რომ ჩვენ ეს მარცხი გამოცდილებისთვის გამოვიყენოთ. ფეხბურთელებზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მათ შაბათს მორიგი თამაში აქვთ გასამართი. ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშეთ, სადაც ატმოსფერო ძალიან მაგარი იყო. ჰიმნის დროს თურქები უსტვენდნენ და ეს ნამდვილად არ იყო მოსაწონი საქციელი.„

შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს გასამართი შეხვედტა ჰამბურგში გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები