გაბრიელ სიგუა, ბაზელი, ფაბიო ჩელესტინი
Aa
Aa

სიგუა: ჩვენ გვაქვს მზადყოფნა და სიძლიერე, რომ ჯგუფიდან გავიდეთ

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე'' თურქეთს შეხვდება. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა შვეიცარიულ Blick-ს ესაუბრა.

გაბრიელ სიგუა ეროვნული ნაკრების განაცხადში მას შემდეგ მოხდა, როცა ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე დიდი სიხარული. აქ ყოფნით საოცრად ბედნიერი ვარ.

ჩვენ გვაქვს მზადყოფნა და სიძლიერე, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. გარემო, რომელშიც ვემზადებით, ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ’’.

გასულ სეზონში ტრავმების გამო გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის სუპერ ლიგაში მხოლოდ 530 წუთი ითამაშა. ამის მიუხედავად საკუთარი პოტენციალი გამოავლინა.

„ბაზელის’’ მთავარი მწვრთნელი ფაბიო ჩელესტინი:„მას ყველაფერი აქვს, კარგი ტექნიკა, ბევრს დარბის, დაცვას ეხმარება. ნახევარმცველის პირობაზე კართან ძალიან სახიფათოა. იმედი მაქვს, შემდეგ სეზონში მისი ხშირად თამაშის შესაძლებლობა მექნება’’.

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები