ჩემპიონთა ლიგა: ბათუმის დინამოს მეტოქე ცნობილია
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს'' მეტოქე ბულგარული „ლუდოგორეცია''. წილისყრა ახლახანს გაიმართა და საქართველოს ჩემპიონს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა. მატჩები 9/10 და 16/17 ივლისს გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი პირველ შეხვედრას სტუმრად რაზგრადში ჩაატარებს.
თუ ბათუმის „დინამო'' ბულგარულ ბარიერს დაძლევს, კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში თამაშს გაინაღდებს. მარცხის შემთხვევაში ანდრეი დემჩენკოს გუნდი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.
ბულგარეთის ჩემპიონის, „ლუდოგორეცის'' მთავარი მწვრთნელი გეორგი დერმენდჟიევია, გასულ სეზონში „ლუდოგორეცმა'' კონფერენს ლიგაზე ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და შემდეგ შვეიცარიულ „სერვეტესთან'' დამარცხდა.
რაც შეეხება ბათუმის „დინამოს'', გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმაში არაა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 18 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „დილას'' 8 ქულით ჩამორჩება.