რობერტ პროსინეჩკი
Aa
Aa

„თურქეთის ნაკრების მთავარი სისუსტე დაცვაა“ | პროსინეჩკი დღევანდელ მატჩზე

მონტენეგროს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ პროსინეჩკიმ საქართველოსა და თურქეთის ეროვნული გუნდების მატჩზე ისაუბრა. პროსინეჩკის თქმით, „ჯვაროსნებთან“ შეხვედრა ფურცელზე მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურად, ასე არაა.

„საქართველოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, ვნახეთ, გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც ერთმანეთთან კარგად თამაში შეუძლიათ. ჩვენ წინააღმდეგ კომპაქტური ნაკრები იდგა და ასეთი მეტოქეები, მით უმეტეს დიდ ტურნირებზე, ყოველთვის ძალიან სახიფათოები არიან. თურქეთისთვის საქართველოსთან თამაში გადამწყვეტია და ჯგუფიდან გასასვლელად ჯვაროსნებთან გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.

ვინჩენცო მონტელას გუნდმა ბლოკებს შორის მაქსიმალურად მცირე სივრცე უნდა დატოვოს, მოკლე მონაკვეთები აითვისოს, მეტოქეზე პრესინგი განახორციელოს და კონტრშეტევებზე მაქსიმალური შედეგის მიღება სცადოს. საქართველოსნაირი გუნდების წინააღმდეგ დაცვითი სიღრმე უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, თურქეთის ყველაზე დიდი სისუსტე სწორედ დაცვაა.

მონტელას პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე 90 წუთის განმავლობაში ზრუნვა უნდა იყოს და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, შეტევაში რამხელა უპირატესობა ექნებათ. თურქეთს მაღალი დონის საჯარიმოს თავდამსხმელი არ ჰყავს, რის გამოც, საჭიროა, გამჭოლი გადაცემები და მცველების უკან გაკეთებული პასები გამოიყენონ. ჩემი აზრით, საქართველოს მთავარი სისუსტე ესაა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველომ და მონტენეგრომ ამხანაგური შეხვედრა გამართეს, რომელიც „ჯვაროსნებმა“ 3:1 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბის მაგარი ვიდეო | დვალიშვილს სჯერა, რომ თურქეთს დავამარცხებთ
მერაბის მაგარი ვიდეო | დვალიშვილს სჯერა, რომ თურქეთს დავამარცხებთ