მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მერაბის მაგარი ვიდეო | დვალიშვილს სჯერა, რომ თურქეთს დავამარცხებთ

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა და ევრო 2024-ზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველ შეხვედრას გამოეხმაურა. „მანქანამ“ საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა და „ჯვაროსნების“ გამარჯვება ივარაუდა.

ვიდეოში მერაბთან ერთად ორ მშვენიერ ქალბატონს ვხედავთ, რომლებიც მას სახლში შეჰყავს. გოგონებთან გართობის ნაცვლად, „მანქანა“ ტელევიზორს რთავს, რომელშიც საქართველოს ნაკრების თამაში გადის და მერაბი გოგონებთან ერთად „ჯვაროსნების“ გულშემატკივრობას იწყებს.

ქართველმა მებრძოლმა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების თამაშზე ფსონიც გააკეთა და „ჯვაროსნების“ გამარჯვება ივარაუდა. მერაბმა ვილი სანიოლის გუნდის მოგებაზე 26 000 აშშ დოლარი განათავსა და ნაკრების წარმატების შემთხვევაში, 130 000 დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძველი საქართველო არ მახსოვს, მაგრამ ახალზე გეტყვით, რომ...“ - მონტელა და სალიჰი მატჩის წინ
„ძველი საქართველო არ მახსოვს, მაგრამ ახალზე გეტყვით, რომ...“ - მონტელა და სალიჰი მატჩის წინ