ლუკა დონჩიჩი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, კაირი ირვინგი, ჯრუ ჰოლიდეი
Aa
Aa

მე-18 ჩემპიონობა | ბოსტონ სელტიქსმა დალას მავერიქსს სუპერფინალური სერია 4:1 მოუგო

NBA-ის 2023/24 წლების სეზონის სუპერფინალური სერია „ბოსტონ სელტიქსის“ გამარჯვებით დასრულდა. „ბოსტონს“ „დალას მავერიქსის“ დასამარცხებლად 5 თამაში დასჭირდა (4:1) და გამთენიისას, საშინაო არენაზე გამართულ შეხვედრაში 106:88 იმარჯვა.

„სელტიქსმა“ NBA-ის ჩემპიონობა ისტორიაში მეთვრამეტედ მოიპოვა და „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 17 საჩემპიონო ბეჭედია. სუპერფინალური სერიის MVP ჯეილენ ბრაუნი გახდა. იგი „დალასის“ წინააღმდეგ საშუალოდ 20.8 ქულას, 5.4 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

„ჩვენი წარმატება მთლიანად გუნდის დამსახურებაა და ამ ჯილდოს ჩემს ძმებთან და მთავარ თანამზრახველთან, ჯეისონ ტეიტუმთან ვიყოფ. ტეიტუმი მთელი გავლილი გზის განმავლობაში ჩემთან იყო და ამ წარმატებას ვიზიარებთ“, - განაცხადა ბრაუნმა.

სერიის მე-5 შეხვედრაში, ბრაუნმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ტეიტუმმა 31 ქულა, 8 მოხსნა და 11 ასისტი გააკეთა. ჯრუ ჰოლიდეის 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, დერიკ უაითმა კი 14 ქულა გაიფორმა. „დალასის“ რიგებში 28 ქულით, 12 მოხსნითა და 5 ასისტით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. კაირი ირვინგმა 15 ქულა ჩააგდო, მაგრამ 16-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძველი საქართველო არ მახსოვს, მაგრამ ახალზე გეტყვით, რომ...“ - მონტელა და სალიჰი მატჩის წინ
„ძველი საქართველო არ მახსოვს, მაგრამ ახალზე გეტყვით, რომ...“ - მონტელა და სალიჰი მატჩის წინ