დომენიკო ტედესკო
Aa
Aa

ვიცოდი, რომ ეს დღეც დადგებოდა - ტედესკო იმედგაცრუებულია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი დიდი სენსაცია ბელგიის ნაკრების სლოვაკეთის ეროვნულ გუნდთან 0:1 დამარცხება იყო. წაგება გუნდის თითოეული წევრისთვის საწყენია, თუმცა განსაკუთრებული იმედგაცრუება ეტყობოდა დომენიკო ტედესკოს - 38 წლის იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბელგიელებმა მე-15 თამაში ჩაატარეს და პირველად დამარცხდნენ.

რა თქვა ტედესკომ

ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ეს დღე დადგებოდა და დავმარცხდებოდით, მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ წაგების გემო მაინცდამაინც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოვცადეთ. ფეხბურთელებს გამუდმებით ვუმეორებ, რომ ისინი აბსოლუტურად ყველა ასპექტში საუკეთესოები არიან გარდა მომენტების რეალიზაციისა. თუ ამ კომპონენტსაც ისევე დავხვეწთ, როგორც სხვა დანარჩენს, ჩვენი დამარცხება ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.

მომდევნო, მეორე ტურში ბელგიელები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში უკრაინელები 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია ევრო 2024-ზე:  სლოვაკეთმა ბელგიის დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა
სენსაცია ევრო 2024-ზე: სლოვაკეთმა ბელგიის დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა