რობერტო მარტინესი
Aa
Aa

ფინალში უნდა გავიდეთ - მარტინესის ამბიციური პროგნოზი

პორტუგალიის ნაკრებს საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დაუპირისპირდება, იქამდე კი „ლუზიტანებს“ ჩეხებთან და თურქებთან მოუწევთ თამაში. დღეს გამართულ წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე პორტუგალიელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა არამხოლოდ ჩეხებთან ხვალ გასამართ შეხვედრაზე, არამედ გუნდის გრძელვადიან მიზნებზე ისაუბრა

რა თქვა მარტინესმა

მეც და გუნდის თითოეული წევრი გერმანიაში ერთი მიზნით ვართ ჩამოსულნი - ამ ტურნირზე შვიდი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ანუ მინიმუმ ფინალი ვითამაშოთ. პორტუგალიის ნაკრებში ერთმანეთზე უკეთესი მოთამაშებიაა თავმოყრილი და ასეთი ამბიციური განცხადებების გაკეთების საფუძველს სწორედ ეს ფაქტი მაძლევს. მზადებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა, თუმცა ფორმის პიკზე სავარაუდო პლეი ოფიდან გავალთ და გულშემატკივარს ჩვენს მაქსიმუმს მერვედფინალიდან ვაჩვენებთ.

ხვალ პორტუგალიელები ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩეხებს შეხვდებიან და მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მარტინესს, ის „ლუზიტანებს“ 2023 წლის 9 იანვრიდან ამზადებს და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 15 მატჩიდან გუნდმა 13 მოიგო და ორში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გეგმა უცვლელია“ - სანიოლი თურქეთთან მატჩზე
„დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გეგმა უცვლელია“ - სანიოლი თურქეთთან მატჩზე